*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

19 ნოემბერს თბილისში ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმები ლიტვიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.  

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა -ნმა ანდრია ურუშაძემ, ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში მასაიოში კამოჰარამ და ვილნიუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს Santariškių Klinikos-ის ექიმმა რასა ბაგდონიენემ.

 

მინისტრმა ურუშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა რთულად, მაგრამ წარმატებულად მიმდინარეობს, გადამწყვეტ როლს აქ საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა ასრულებს.

 

ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოში ყოფნის დროს მე შევხვდი მას და მადლობა გადავუხადე ამ და სხვა ლიტვური პროექტის მხარდაჭერისთვის. საქართველოში რეტინოპათია ფართოდ შესწავლილი არ არის, თუმცა ის ყველაზე პატარა პაციენტებს- ნაადრევად გაჩენილ ჩვილებს-ახასიათებს", განაცხადა . ურუშაძემ.

 

ლიტვის, იაპონიისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს ბავშვების დახარებას საქართველოსა და ახლო მდებარე რეგიონებში. ამავდროულად, ძალიან შთაბმეჭდავია იაპონიის  მცდელობა დაეხმაროს სხვებს, მაშინ როცა თავად ქვეყანამ ასეთი კატასტროფა განიცადა,“-აღნიშნა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

 

ექიმმა რასა ბაგდონიენემ მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 17 ნოემბერი  ნაადრევად მშობიარობის მსოფლიო დღეა.

 

სიმბოლურია, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ქართველი ბავშვები ძალიან მნიშვნელოვან საჩუქარს იღებენ- ესაა მკურნალობის შესაძლებლობა. რეტინოპათიის მკურნალობის ოდნავადაც კი დაგვიანება ბავშვის მხედველობის დაკარგვის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს,“ განაცხადა ექიმმა . ბაგდონიენემ.

 

პროექტის ინიციატორები ვილნიუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს Santariškių Klinikos-ის ექიმები რასა ბაგდონიენე და რასა სირტაუტიენე იყვნენ, ხოლო დაფინანსება იაპონიის მთავრობისა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ლიტვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

თანამედროვე თვალის ქირურგიისთვის საჭირო არჭურვილობა იაპონიის მთავრობამ აგვისტოში უზრუნველყო, რაც შეეხება ექიმების ტრეინიგებს, მათ  თვალის დაავადებათა ლიტველი სპეციალისტები ჩაატარებენ.