*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ორ უძველეს დედაქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობები დამყარდა

15-17 აპრილს ტრაკაიში მცხეთის დელეგაცია - თვითმმართველოს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ათაშვილი, თვითმმართველობის ადმინისტრაციის დირექტორი ნუგზარ ხუხუნაშვილი, საკრებულოს ფრაქცია "პირველი დედაქალაქი"-ს ხელმძღვანელი რევაზ მამულაშვილი იმყოფებოდნენ. სტუმრები ტრაკაის რაიონის მერს ვიტაუტას ზალიეცკას, ვიცე მერს ვოიტეხ ვინსკევიჩიუსს, თვითმმართველობის კულტურისა და ტურიზმის განყოფილების უფროსს კაროლინა ნერკევიჩს შეხვდნენ. 15 აპრილს ტრაკაის რაიონის მერმა, ვ. ზალიეცკასმა მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან გ. ათაშვილთან ერთად ხელი მოაწერა საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს. ტრაკაისა და მცხეთის თვითმმართველობები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას კულტურულ, აკადემიურ, ისტორიუს, ტურიზმის, სპორტისა და ბიზნესის სფეროებში აპირებენ.  ტრაკაისა და მცხეთას მსგავსი ისტორიები აკავშირებთ, ორივე პირველი დედაქალაქია, რომელიც უდიდეს კულტურულ  მემკვიდრეობას ინახავს.  ტრაკაის მერმა სტუმრებს რაიონული თვითმმართველობის საქმიანობა გააცნო და მოხარული დარჩა სტუმრების მიერ გამოხატული ინტერესით. რაიონული თვითმმართველობის ინიციატივით საქართველოდან ჩასული სტუმრების ვიზიტი გიჟიცკაში (პოლონეთი) გაგრძელდა, რომელთანაც ტრაკაის დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს. მცხეთის თვითმმართველობის დელეგაცია გიჟიცკის მერს - ანდჟეი სიერონსკის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მომავალში იგეგმება ხელი მოეწეროს სამმხრივ შეთანხმებას - ტრაკაის, მცხეთასა და გიჟცკოს შორის. საქართველოს განსაკუთრებით აინტერესებს ორმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან. 2012 წ. მაისში, ლიტვის თვითმმართველობის ასოციაციამ საქართველოში არსებულ ლიტვის საელჩოსთან ერთად ჩაატარა ლიტვისა და საქართველოს თვითმმართველობების ფორუმი. ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა ტრაიკაის ყოფილი მერი, ვინცას კაპოჩიუსი. ტრაკაი კიდევ ერთი ქალაქი გახდა, რომელმაც მეგობრული ურთიერთობები დაამყარა  საქართველოსთან . ლიტვამ და საქართველომ 2009 წელს ორმხრივ, ევროპისა და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიას მოაწერეს ხელი, რომლითაც ვალდებულება აიღეს გაეღრმავებინათ ურთიერთობები თვითმმართველობებს შორის.

15-17 აპრილს ტრაკაიში მცხეთის დელეგაცია - თვითმმართველოს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ათაშვილი, თვითმმართველობის ადმინისტრაციის დირექტორი ნუგზარ ხუხუნაშვილი, საკრებულოს ფრაქცია "პირველი დედაქალაქი"-ს ხელმძღვანელი რევაზ მამულაშვილი იმყოფებოდნენ.

სტუმრები ტრაკაის რაიონის მერს ვიტაუტას ზალიეცკას, ვიცე მერს ვოიტეხ ვინსკევიჩიუსს, თვითმმართველობის კულტურისა და ტურიზმის განყოფილების უფროსს კაროლინა ნერკევიჩს შეხვდნენ.

15 აპრილს ტრაკაის რაიონის მერმა, ვ. ზალიეცკასმა მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან გ. ათაშვილთან ერთად ხელი მოაწერა საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს. ტრაკაისა და მცხეთის თვითმმართველობები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას კულტურულ, აკადემიურ, ისტორიუს, ტურიზმის, სპორტისა და ბიზნესის სფეროებში აპირებენ.  ტრაკაისა და მცხეთას მსგავსი ისტორიები აკავშირებთ, ორივე პირველი დედაქალაქია, რომელიც უდიდეს კულტურულ  მემკვიდრეობას ინახავს.

 ტრაკაის მერმა სტუმრებს რაიონული თვითმმართველობის საქმიანობა გააცნო და მოხარული დარჩა სტუმრების მიერ გამოხატული ინტერესით. რაიონული თვითმმართველობის ინიციატივით საქართველოდან ჩასული სტუმრების ვიზიტი გიჟიცკაში (პოლონეთი) გაგრძელდა, რომელთანაც ტრაკაის დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს. მცხეთის თვითმმართველობის დელეგაცია გიჟიცკის მერს - ანდჟეი სიერონსკის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მომავალში იგეგმება ხელი მოეწეროს სამმხრივ შეთანხმებას - ტრაკაის, მცხეთასა და გიჟცკოს შორის. საქართველოს განსაკუთრებით აინტერესებს ორმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან.

2012 წ. მაისში, ლიტვის თვითმმართველობის ასოციაციამ საქართველოში არსებულ ლიტვის საელჩოსთან ერთად ჩაატარა ლიტვისა და საქართველოს თვითმმართველობების ფორუმი. ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა ტრაიკაის ყოფილი მერი, ვინცას კაპოჩიუსი.

ტრაკაი კიდევ ერთი ქალაქი გახდა, რომელმაც მეგობრული ურთიერთობები დაამყარა  საქართველოსთან . ლიტვამ და საქართველომ 2009 წელს ორმხრივ, ევროპისა და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიას მოაწერეს ხელი, რომლითაც ვალდებულება აიღეს გაეღრმავებინათ ურთიერთობები თვითმმართველობებს შორის.