*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ორმაგიექსპოზიცია - ფოტოგრაფიული გამოფენა

ფოტოგრაფი: აუსტეა ტავორაიტე / ლიტვაკურატორი: ბესა ქართლელიშვილი

აუსტეა ტავორაიტე არის ახალგაზრდა ლიტველი ფოტოგრაფი. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში: Vilnius in Kult Flux (vilniusi, 2011); International Festival “IN FOCUS 2011” (vilniusi, 2011); International Photography festival “FOTOX 1000” (romi, 2010, 2011)... ამას წინათ ჩვენთნაც, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მოაწყო კამერა ობსკურის დამზადებასა და მასზე მუშაობის ვორქშოპი; ახლა კი იგი ჩვენს წინაშე წარდგება გამოფენითორმაგი ექსპოზიცია“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მულტი ექსპოზიციის მეთოდით (ის კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით ფირიანი კამერით მუშაობას ანიჭებს უპირატესობას, რადგან დიდ თვისობრივ განსხვავებას ხედავს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, ციფრულ ფოტო აპარატისგან განსხვავებით) შესრულებული 23 ფერადი და შავთეთრი ფოტო ნამუშევარი, სადაც ერთ კადრში, ერთმანეთზე რამდენიმე გამოსახულებაა აღბეჭდილი, რადგან თვლის, რომ არ არსებობს ცალმხრივი ჭეშმარიტება და ამ ხერხით იგი ცდილობს საკუთარი, შინაგანი რეალობის ფორმირებასა და ჩვენამდე მოტანას, ხოლო თუ რამდენად წარმატებით ახერხებს აუსტეა ამას, ვნახავთ 15 თებერვალს, 7 საათიდანკავკასიურ სახლში“.
/ბესა ქართლელიშვილი/

სად: კავკასიურ სახლში /გალაქტიონის . 20/
როდის: ოთხშაბათს, 15 თებერვალს, საღამოს 7:00