პალანგამ და ქობულეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობაზე
ლიტვის საკურორტო ქალაქის პალანგას მერი, ბ-ნი ზარუნას ვაიტკუსი შეხვდა ქობულეთის წარმომადგენლობას და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბ-ნ ნიკო ბერაძესთან ერთად გააფორმა შეთანხმება თანამშრომლობაზე. ორივე ქალაქის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ტურიზმის, კულტურის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.
პალანგას დელეგაცია, ასევე, შეხვდა ბათუმის მერს, ბ-ნ რობერტ ჩხაიძეს, რომლემაც გააცნო მათ, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე ბათუმის ისტორია და მისი განვითარების პოტენციალი. მოგვიანებით, ლიტველი სტუმრები შეხვდნენ აჭარის მთავრობის მეთაურს ბ-ნ ლევან ვარშალომიძეს. პალანგას მერმა მიიპატიჟა ბათუმის მერი და აჭარის პირველი პირი პალანგაში.
პალანგა შეუერთდა ლიტვური და ქართული ქალაქების დიდ ჯგუფს, რომლებმაც უკვე განავითარეს მეგობრული ურთიერთობები.
2009 წელს ლიტვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს ევროპისა და ევრო-ატლანტიკის ინტეგრაციის ქარტიას, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გამყარებას ითვალისწინებს. ამჟამად, ლიტვისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტები, აგრეთვე, უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
წყარო: ლიტვის რესპუბლიკის საელჩო
