*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

პეტრას ვილეიშისის მემორიალური დაფის საზეიმო გახსნა თბილისის ისტორიულ ნაწილში

  ლიტვის ეროვნული აღორძინების მოძრაობის გამოჩენილი წევრის, პეტრას ვილეიშისის მემორიალური დაფა დღეს თბილისში საზეიმოდ გაისნა.   დაფის საზეიმო წარდგენა მოხდა დავით აღმაშენებლის ქუჩის ნომერ 138-ის განახლებულ შენობაზე, სადაც ვილეიშისი 1918-1920 წლებში ცხოვრობდა.

ცერემონიას საქართველოს პარლამენტის სპიკერი, დავით ბაქრაძე და ლიტვის პარლამენტის (სეიმასის) სპიკერის მოადგილე, ჩესლოვას სტანკევიჩიუსი დაესწრნენ.

 

სტუმართა შორის, ასევე, იყვნენ: ევროპული პარლამენტის წევრი პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიტვის სეიმასის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ემანუელის ზინგერისი, საქართველოსა და ლიტვის პარლამენტების წევრები და, ასევე, საქართველოში მცხოვრები ლიტველები.

 

პეტრას ვილეიშისმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ლიტვის ეროვნულ აღორძინებაში  დიდი წვლილი შეიტანა. მისი საქმიანობის კვალი დღეს არა მარტო ლიტვაში, არამედ ეროვნული საზღვრების მიღმაც არის აღმოჩენილი- მაგალითად, თბილისის ისტორიულ ნაწილში. ეს მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ ვილეიშისი ჭეშმარიტად გამოჩენილი პიროვნება იყო“, აღნიშნა ცერემონიაზე საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

 

ვილეიშისს მე-19 საუკუნის ლიტვური ეროვნული აღორძინების მოძრაობის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევენ. მან არა მარტო ლიტვური ბეჭვდური სიტყვა გადაარჩინა, არამედ წამოიწყო კულტურისა  და ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

 

თავისი ინიციატივით ვილეიშისმა ვილნიუსში  სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების საამქრო და გამომცემლობა გახსნა და  პირველი ლეგალური ლიტვური გაზეთის „Vilniaus žinios“-ის გამოცემაც დაიწყო. ამ საქმიანობების დაფინანსებას ვილეიშისი საკუთარი სახსრებით ახერხებდა.

 

ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ წარმატებული ინჟინრობის გარდა, ვილეიშისი მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში, ასევე დიპლომატიც იყო: 1918-1920 წლებში იგი კავკასიაში ლიტვის წარმომადგენლობით მრჩევლად მუშაობდა. ამ დოკუმენტებში მითითებული ვილეიშისის ზუსტი საცხოვრებელი ადგილი თბილისში სადაო იყო.

 

საქართველოს დედაქალაქში ვილეიშისის მემორიალური დაფის საზეიმო გახნის ორგანიზება ლიტვის საელჩომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშეწყობით მოაერხა.

 

       

 

წყარო: ლიტვის საელჩო