*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ფოტო გამოფენა

ლიტვის საელჩომ, რომელიც ამჟამად საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოა, გახსნა ფოტო გამოფენა, რომელიც ავღანეთში მყოფ ლიტველ ჯარისკაცებს ეძღვნება. გამოფენა 23 დეკემბრამდე თბილისის სახელმწიფო აკადემიაში (მისამართი: გრიბოედოვის, 22 „ნატოს ჰოლი“) გასტანს და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  

ფოტოებზე ასახულია ავღანეთში მსახურე ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება და ისინი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ისეთი რამ, რაც ჩვენთვის შორეული და  უცხოა.

 

ლიტველი ჯარისკაცები ავღანეთში 2005 წლიდან მსახურობენ; ისინი გჰორის პროვინციაში პროვინციის რეკონსტრუქციის გუნდს ხელმძღვანელობენ. ეს არის ერთობლივი სამოქალაქო-სამხედრო მისია, რაც ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს.