პრემიერ მინისტრი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში დაწყებული რეფორმები არჩევნების შემდეგაც გაგრ
ლიტვის პრემიერ მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს და იმედს გამოთქვამს, რომ აქ დაწყებული რეფორმები შემდგომაც გაგრძელდება.
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და გამჭირვალე იყო და პოლიტიკური კონკურენციაც სახეზე იყო. ეს დაადასტურა, როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, მათ შორის ლიტვის წარმომადგენლებმა,“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა საერთაშორისო დამკვირვებლებისაგან მიღებული დასკვნების შედეგად.
„პოლიტიკური ძალების მკვეთრი დაპირისპირების გამო შექმნილი დაძაბული წინა საარჩევნო ფონი ნერვიულობის საბაბს იძლეოდა.იმედი გვაქვს, რომ როცა არჩევნები დასრულდება, პოლიტიკური ოპონენტები შეძლებენ ანტაგონიზმის დაძლევას და თავიანთ ძალისხმევას სამომავლო ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების რეფორმებზე მიმართავენ. ასევე გვჯერა, რომ საქართველოს ახლად შექმნილი მთავრობა განაგრძობს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ევროკავშირსა და ნატოში და, რომ მიმდინარე საგარეო პოლიტიკის კურსი ამის გარანტი იქნება. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ფორმატი გამუდმებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მნიშვნელოვანი ტესტია წარმატებული რეზულტატის მიღებისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში გაერთიანების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის შეთანხმების საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმებები მოლაპარაკების საგნად იქცევა და მათ ხელი უახლოესს მომავალში მოეწერება,“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა.