*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

პრეზიდენტ ადამკუსის სახელობის ბულვარი შავი ზღვის სანაპიროზე

1 ივნისს ანაკლიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი   ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს შეხვდა; ამავე დღეს სანაპიროზე ოფიციალურად გაიხსნა ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი და მემორიალური დაფა.

ადამკუსის სახელობის ბულვარი უერთდება თავისუფლების ბულვარს, რომელიც ბათუმის მიმართულებით შავი ზღვის სანაპიროზე 3 კმ-ით გადაიჭიმება.

 

ვალდას ადამკუსმა გამოხატა მადლიერება და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს.

საქართველოსა და ლიტვის ისტორიას ბევრი საერთო რამ აქვს. ჩვენ ორივემ ვიზეიმეთ გამარჯვება და ვიგლოვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ მომავლის ასაშენებლად ჩვენ ერთნაირი გზა ავირჩიეთ: დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და რეფორმების მომავალი,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ადამკუსმა.

 

. სააკაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ლიტველმა სტუმარმა უდიდესი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში. ქართველმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა . ადამკუსს საქართველო-რუსეთის ომის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

 

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ადამკუსის ძალისხმევას, რადგანაც ის იყო პირველი პოლიტიკოსთაგანი, ვინც  2008 წელს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოში დასახმარებლად ჩამოვიდა.

 

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ვალდას ადამკუსმა თავისი მხარდაჭერის შესახებ ღიად გამოაცხადა,“-განაცხადა სააკაშვილმა.

 

ლიტვა-საქართველოს შოროს მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო,  ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცა.