*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე: გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება ეუთოსთვის გადამწყვეტია

  ეუთო  გაჭიანურებულ კონფლიქტებს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს და მათი მოგვარების მცდელობები ორგანიზაციის წევრი 56 სახელმწიფოსთვის გადამწყვეტია, განუცხადა გასულ ოთხშაბათს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.

 გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ დნესტიისპირეთში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში შესაძლებელია შეინიშნოს წინსვლა. მან, ასევე, განაცხადა, რომ მომავალი თვის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში ნდომის გასამტკიცებლად გამოიყენებს, და ყველა მხარეს მოუწოდა მსგავსი ღონისძიებებისკენ.

 

ყველა მხარე საჭიროებს სამხრეთ კავკასიაში ნდობისა და რწმენის განმტკიცებას. პატარა ნაბიჯებით ჩვენ დიდ შედეგს მივიღებთ, რამეთუ გადაუჭრელი საკითხების მოგვარების გზებს  ვეძებთ,“ აღნიშნა მან.

 

ისეთ საკითხებში, როგორიცაა გაჭიანურებული კონფლიქტები, გრიბაუსკაიტემ  დიალოგისა და თამანშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „აუცილებელია ერთად ვიყოთ და ერთიანი გამოსავალი მოვძებნოთ,“ თქვა პრეზიდენტმა, „ჩვენ პირისპირ შევხვდებით გამოწვევებს თუ ამას ერთიანად გავაკეთებთ“.

 

მუდმივმოქმედი საბჭო ეუთოს ძირითადი ნაწილია, რომელიც რეგულარულად იღებს გადაწყვეტილებებს. ის ყოველკვირეულად იკრიბება, რათა  ვენაში ეუთოს ზონებში არსებული ცვლილებები განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

 

2011 წლის იანვრიდან ლიტვა ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს. გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში პროგრესის მიღწევა ლიტვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

 

წყარო: osce.org, ლიტვის საელჩო