*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე საქართველოს ესტუმრება

  ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 3-4 მაისს საქართველოს ესტუმრება.

ვიზიტის დროს, პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს მეთაურს მიხეილ სააკაშვილს, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს და იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოს მოინახულებს, სადაც ლიტვა იაპონიის მთავრობასთან ერთად  სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების პროექტს ახორციელებს.

 

საქართველოში ეს ვიზიტი არის  სამხრეთ კავკასიაში მაშტაბური ტურის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე, როგორც იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეობს,  ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს, ის მათ მოუწოდებს გაჭიანურებული კონფლიქტები დიალოგისა და მშვიდობიანი გზით მოაგვარონ, ასევე განიხილავს ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს.

 

წყარო: ლიტვის საელჩო