*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

რადვილიშკისი და ხაშური ერთობლივ შეთანხმებას აფორმებენ

გასულ პარასკევს რადვილიშკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს შორის ერთობლივი შეთანხმება გაფორმდა.შეთანხმება როგორც ოფიციალური დელეგაციებისა და ხელოვნების ჯგუფების ურთიერთგაცვლას, ასევე  გამოცდილებისა  და მიმდინარე როფორმებზე ინფორმაციის გაზიარებას  ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი რადვილიშკის რაიონის მუნიციპალიტეტის მერმა, ანტანას ჩეპონონისმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მმართველმა მამუკა მოსიაშვილმა მოაწერეს.

ერთობლივი შეთანხმება აჯამებს უკვე ჩატარებულ სამუშაოებსა და საფუძველს უყრის ახალ ერთობლივ პროექტებს“, აღნიშნა საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

თანამშრომლობა რადვილიშკისა და ხაშურს შორის 2010 წელს ლიტვის საელჩოს ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით დაიწყო.

როგორც რადვილიშკისი, ხაშურიც მნიშვნელოვანი სარკინიგზო  პუნქტია, რომელიც პოსტ-საბჭოთა დაშლის შედეგებს ებრძვის.

ლიტვა და საქართველო ასრულებენ ვალდებულებებს გაამყარონ კავშირი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის, რაც 2009 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გაფორმებული ორმხრივი ქარტიით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლიტვისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს შორისაც, რაც ახალ შესაძლო ერთობლივ შეთანხმებებს შეუწყობს ხელს.

     


წყარო: ლიტვის საელჩო