*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

რეგისტრაცია სავიზო განაცხადისთვის აგვისტოსა და სექტემბერში

გთხოვთ ინფორმაციას გაეცნოთ ყურადღებით და ბოლომდე

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების გასაკეთებლად აგვისტოსა და სექტემბერში დაიწყება ოთხშაბათს, 20 ივლისს, დღის 12:00-ზე.

რეგისტრაცია წარიმართება ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმა Konsreg-ის საშუალებით https://konsreg.urm.lt/en/visit/register/ge1/Viza. 20 ივლისის დღის 12:00 მდე შესაძლებელია პლატფორმაზე ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის გამოჩნდეს რამდენიმე თავისუფალი რიცხვი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 12:00-მდე გაკეთებული ნებისმიერი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება და მხოლოდ დღის 12:00-იდან რეგისტრირებული პირები შეძლებენ განაცხადების წარდგენას.

პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ენიდან ერთ-ერთი და სარეგისტრაციო გრაფა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემებით. თავისუფალი თარიღები გამოჩნდება მწვანე ფერით, ხოლო შევსებული თარიღები წითელი ფერით. ერთი ელ-ფოსტით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება, ასევე ერთი IP მისამართით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში პლატფორმა არჩეულ ენაზე გიჩვენებთ შეტყობინებას, რომ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაციის ბოლოს პლატფორმა არ გიჩვენებთ მსგავს შეტყობინებას, ნიშნავს, რომ ვერ დარეგისტრირდით და შეგიძლიათ სცადოთ ხელახლა. 

გაითვალისწინეთ, რომ საელჩოს ელ-ფოსტით ან ტელეფონით დროულად უნდა შეატყობინოთ რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებული ცვლილებების შესახებ (მაგალითად ვიზიტის გაუქმების შესახებ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო განაცხადის წარდგენის მსურველთა რაოდენობა სავარაუდოდ კვლავაც მაღალი იქნება და ხელმისაწვდომი ადგილები სწრაფად შეივსება.

ასევე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო სიაში 20 ივლისის შემდგომ შეტანილი ცვლილებები არ იქნება გათვალისწინებული და განმცხადებლების მიღება მოხდება მხოლოდ 20 ივლისს შედგენილი სარეგისტრაციო სიით.