*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

რეგისტრაცია სავიზო განაცხადისთვის ივნისის მეორე ნახევარში

გთხოვთ ინფორმაციას გაეცნოთ ყურადღებით და ბოლომდე ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების გასაკეთებლად ივნისის მეორე ნახევარში დაიწყება სამშაბათს, 13 ივნისს, დღის 12:00-ზე თბილისის დროით. მიიღება სავიზო განაცხადები მხოლოდ არასამუშაო მიზნებით.

რეგისტრაცია წარიმართება ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმა Konsreg-ის საშუალებით https://konsreg.urm.lt/en/visit/register/ge1/Viza. 13 ივნისს, დღის 12:00 მდე შესაძლებელია პლატფორმაზე ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის გამოჩნდეს რამდენიმე თავისუფალი რიცხვი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 12:00-მდე გაკეთებული ნებისმიერი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება და მხოლოდ დღის 12:00-იდან რეგისტრირებული პირები შეძლებენ განაცხადების წარდგენას.

პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ენიდან ერთ-ერთი და სარეგისტრაციო გრაფა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემებით. თავისუფალი თარიღები გამოჩნდება მწვანე ფერით, ხოლო შევსებული თარიღები წითელი ფერით. ერთი ელ-ფოსტით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება, ასევე ერთი IP მისამართით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში პლატფორმა არჩეულ ენაზე გიჩვენებთ შეტყობინებას, რომ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაციის ბოლოს პლატფორმა არ გიჩვენებთ მსგავს შეტყობინებას, ნიშნავს, რომ ვერ დარეგისტრირდით და შეგიძლიათ სცადოთ ხელახლა. 

რეგისტრაციის გავლის შემდგომ აუცილებლად შეამოწმეთ თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა, რადგან სისტემამ შესაძლოა ელ-ფოსტის საშუალებით მოგთხოვოთ რეგისტრაციის დამატებით დადასტურება გამოგზავნილ ბმულზე გადასვლით, რაც რეგისტრაციიდან მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება. თუ მსგავსი ელ-ფოსტა არ მოგივათ, ნიშნავს, რომ დამატებით რაიმეს გაკეთება საჭირო არ არის.

გაითვალისწინეთ, რომ საელჩოს ელ-ფოსტით ან ტელეფონით დროულად უნდა შეატყობინოთ რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებული ცვლილებების შესახებ (მაგალითად ვიზიტის გაუქმების შესახებ).

ასევე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო სიაში რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ შეტანილი ცვლილებები არ იქნება გათვალისწინებული და განმცხადებლების მიღება მოხდება მხოლოდ რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ შედგენილი სარეგისტრაციო სიით. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცხადდება საელჩოს ფეისბუქ გვერდზე მას შემდეგ, რაც ყველა ხელმისაწვდომი ადგილი შეივსება.  

საკონსულო განყოფილების გამოცდილების მიხედვით, საელჩოში ვიზიტისას სავიზო მოსაკრებლის გადახდა ვერ ხერხდება საქართველოს ბანკის პლიუს ბარათით, შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა სავიზო მოსაკრებელი გადაიხადოთ ნებისმიერი სხვა საბანკო ბარათით.