*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

რეგისტრაცია სავიზო განაცხადისთვის ივნისში

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების გასაკეთებლად ივნისის თვეში დაიწყება ორშაბათს, 16 მაისს, დღის 12:00-ზე. 

რეგისტრაცია წარიმართება ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმა Konsreg-ის საშუალებით https://konsreg.urm.lt/en/visit/register/ge1/Viza

პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ენიდან ერთ-ერთი და სარეგისტრაციო გრაფა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემებით. თავისუფალი თარიღები გამოჩნდება მწვანე ფერით, ხოლო შევსებული თარიღები წითელი ფერით. ერთი ელ-ფოსტით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება, ასევე ერთი IP მისამართით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო განაცხადის წარდგენის მსურველთა რაოდენობა სავარაუდოდ კვლავაც მაღალი იქნება და ხელმისაწვდომი ადგილები სწრაფად შეივსება.