*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

რეგისტრაცია სავიზო განაცხადისთვის ოქტომბერსა და ნოემბერში

გთხოვთ ინფორმაციას გაეცნოთ ყურადღებით და ბოლომდე ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების გასაკეთებლად ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება ოთხშაბათს, 14 სექტემბერს, დღის 12:00-ზე.

რეგისტრაცია წარიმართება ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმა Konsreg-ის საშუალებით https://konsreg.urm.lt/en/visit/register/ge1/Viza. 14 სექტემბრის დღის 12:00 მდე შესაძლებელია პლატფორმაზე ტესტირებისა და დიაგნოსტიკისთვის გამოჩნდეს რამდენიმე თავისუფალი რიცხვი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 12:00-მდე გაკეთებული ნებისმიერი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება და მხოლოდ დღის 12:00-იდან რეგისტრირებული პირები შეძლებენ განაცხადების წარდგენას.

პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ენიდან ერთ-ერთი და სარეგისტრაციო გრაფა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემებით. თავისუფალი თარიღები გამოჩნდება მწვანე ფერით, ხოლო შევსებული თარიღები წითელი ფერით. ერთი ელ-ფოსტით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება, ასევე ერთი IP მისამართით რეგისტრაციას შეძლებს მხოლოდ ერთი პიროვნება. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში პლატფორმა არჩეულ ენაზე გიჩვენებთ შეტყობინებას, რომ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაციის ბოლოს პლატფორმა არ გიჩვენებთ მსგავს შეტყობინებას, ნიშნავს, რომ ვერ დარეგისტრირდით და შეგიძლიათ სცადოთ ხელახლა. 

რეგისტრაციის დამატებით დამადასტურებელი შეტყობინება თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გამოიგზავნება რეგისტრაციის დაწყებიდან 48 საათის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას სისტემამ გიჩვენათ შეტყობინება წარმატებული რეგისტრაციის შესახებ, ხოლო დამატებით დასტურის ელ-ფოსტა 48 საათის ფარგლებში არ მოგივიდათ, მოგვწერეთ kons.ge@urm.lt-ზე და გადავამოწმებთ თქვენს სტატუსს.

გაითვალისწინეთ, რომ საელჩოს ელ-ფოსტით ან ტელეფონით დროულად უნდა შეატყობინოთ რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებული ცვლილებების შესახებ (მაგალითად ვიზიტის გაუქმების შესახებ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო განაცხადის წარდგენის მსურველთა რაოდენობა სავარაუდოდ კვლავაც მაღალი იქნება და ხელმისაწვდომი ადგილები სწრაფად შეივსება.

ასევე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო სიაში 14 სექტემბრის შემდგომ შეტანილი ცვლილებები არ იქნება გათვალისწინებული და განმცხადებლების მიღება მოხდება მხოლოდ 14 სექტემბერს შედგენილი სარეგისტრაციო სიით.

ლიეტუვაში მძღოლის სამუშაოს შესასრულებლად მიმავალმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე წლიური კვოტა ამოწურულია და საელჩოში შემოსვლისას უნდა წარადგინონ შრომის ნებართვა ლიეტუვის შრომის ბირჟიდან.