საელჩოს განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით
ამ დღეს, 1989 წელს ქართველი ხალხი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული პროტესტის მონაწილეების სახით წინ აღუდგა საბჭოთა იმპერიას და დააფიქსირა საკუთარი ლეგიტიმური მისწრაფება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მმართველობისაკენ.
იმპერიამ ამ სამართლიან მოთხოვნებს ძალა და აგრესია დაუპირისპირა, რასაც სამწუხაროდ 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბევრად მეტი კი დაშავდა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ერთ-ერთი პირველი აგური იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის მყიფე ფასადიდან ჩამოვარდა, რასაც შემდგომში მსგავსი მოვლენების კასკადი მოჰყვა კავშირის მთელი მასშტაბით, მათ შორის ლიეტუვაშიც.
ამ მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა, რითაც პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ შეუერთდა თავისუფალ სამყაროს.
“ლიეტუვას ასევე აქვს თავისუფლების მოსაპოვებლად მსხვერპლის გაღების მტკივნეული გამოცდილება, რის გამოც კარგად ესმის ასეთ თარიღებთან დაკავშირებული მოგონებები და ემოციები. დღეს ლიეტუვაც პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებებისაკენ მიმავალ გზაზე” განაცხადა ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.