საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 2017 იწყება
2017 წელს ფესტივალის სტუმარი ქვეყანაა ლიტვა
ამა წლის 11 მაისს სტარტს აიღებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 2017. ეს ფესტივალის უკვე მეხუთე გამოშვებაა. წელს ფესტივალის სტუმარი ქვეყანაა ლიტვა, რომელიც ექვსი რეჟისორით და ექვსი ფილმით იქნება წარმოდგენილი. რეჟისორთა ნაწილი წარადგენს ფილმებს, ხოლო ნაწილი იქნება საერთაშორისო ჟიურის რიგებში. დამატებითი ინფორმაცია ფესტივალზე წარდგენილი ლიტვური ფილმებისა და მათი რეჟისორების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის საიტზე http://www.cinedoc-tbilisi.com/?page_id=216
სიახლეებისათვის თვალი მიადევნეთ ჩვენს Facebook გვერდსაც.