საერთაშორისო წვრთნები „ვიკინგი 2011“ დასრულებულია
ლიტვის ელჩმა, იონას პასლაუსკასმა, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო წვრთნების „ვიკინგი 2011“-ის დახურვის ცერემონიაში, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
სამხედრო ტრეინინგი შტაბის დონეზე ჩატარდა. ტრეინინგში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს პოლიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რადგან წვრთნის მთავარი მიზანი მშვიდობის შენარჩუნებისა და კრიზისის საპასუხოდ გამართული ქმედებების დროს თანამშრომლობის გაუმჯობესება იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ჯარისკაცები არა მარტო სამხედრო საქმეს ეუფლებიან, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმებსაც სწავლობენ. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ამ წვრთნებში ჰუმანური და სამოქალაქო ასპექტების დანახვა“, დასძინა ლიტვის ელჩმა.
„ვიკინგი 2011“ კომპიუტერულად მოდელირებულ ქსელში ვირტუალურად ჩატარდა. სცენარის მიხედვით, საქართველოს სამშვიდობო ძალები მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გამოგონილ ქვეყანა „ბოგალენდში“, კერძოდ კი კუნძულ „გოთლენდზე“ მოქმედებდნენ. მოვლენები და ინციდენტები ბოლო დროის კონფლიქტური ზონების (აფრიკა და ცენტრალური აზია) მაგალითზე აიგო.
„ვიკინგი 2011“-ის ორგანიზება ნატოს პარტნიორული სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში მოხდა. 2200 მონაწილე, რომელთა უმრავლესობას სამხედრო და სამოქალაქო პირები წარმოადგენდნენ, 24 ნაციას აერთიანდებდა. წვრთნების მთავარი სამმართველო შვედეთში იყო განლაგებული, ხოლო სარაზმო დონის შტაბები საქართველოში, ავსტრიაში, გერმანიაში, ირლანდიასა და უკრაინაში განთავსდა.
წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ლიტვის საელჩო
