საგანმანათლებლო გაცვლის მხარდაჭერის ფონდი აცხადებს კონკურსს სხვადასხვა კურსებზე და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
საგანმანათლებლო გაცვლის მხარდაჭერის ფონდი - ლიეტუვის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ევალება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების და საქმიანობის ადმინისტრირება, აცხადებს კონკურსს შემდეგ კურსებსა და უმაღლესი განათლების პროგრამებზე სწავლისთვის:
• ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები ყველა უცხოური ქვეყნიდან ლიეტუვური წარმოშობის სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, მკვლევარებისთვის და უცხოელებისთვის. კურსების ხანგრძლივობა - 1 თვე. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 600 ევროს ოდენობით. განაცხადები უნდა წარედგინოს კურსების ორგანიზატორ უმაღლეს სასწავლებლებს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Learn Lithuanian - Study in Lithuania
• ლიეტუვის შემსწავლელი პროგრამა საზღვარგარეთ არსებული ლიეტუვური სკოლების პედაგოგებისა და ლექტორებისთვის. სწავლის დროს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა ლიეტუვური ენის შესახებ, გააუმჯობესონ დიდაქტიკისა და საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის კომპეტენციები და მიიღონ დამატებითი ცოდნა ლიეტუვური კულტურის, ისტორიის, თანამედროვე სახელმწიფო ცხოვრების შესახებ და ა.შ. კურსების ხანგრძლივობა - 15 დღე . შერჩეული კანდიდატები მიიღებენ 300 ევრო სტიპენდიას. განაცხადები უნდა წარედგინოს კურსების ორგანიზატორ უმაღლეს სასწავლებლებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: Lituanistinės studijos užsienio lituanistinių mokyklų mokytojams ir dėstytojams 2021 m. - Stipendijos.lt : Stipendijos.lt.
• მოკლევადიანი სწავლა ლიეტუვაში. სტიპენდია შემოთავაზებულია ლიეტუვის არჩეულ უნივერსიტეტში მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) სწავლისთვის. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის სტუდენტებისთვის გათვალისწინებული იქნება 400 ევრო სტიპენდია. დოქტორანტურის სტუდენტებს სთავაზობენ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით. განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 5 აპრილი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: Short-Term Studies - Study in Lithuania.
• ლიეტუვის შემსწავლელი მოკლევადიანი პროგრამა. სტიპენდია შემოთავაზებულია ლიეტუვის შემსწავლელი მოკლევადიანი პროგრამისთვის (1-2 სემესტრი) არჩეულ ლიეტუვურ უმაღლეს სასწავლებელში. ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის სტუდენტებისთვის გათვალისწინებული იქნება 400 ევრო სტიპენდია. დოქტორანტურის სტუდენტებს სთავაზობენ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით. განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 5 აპრილი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Lithuanian Short-Term Studies - Study in Lithuania.
• სრული სამაგისტრო პროგრამები. სტიპენდიებს გთავაზობთ სრულ განაკვეთზე მაგისტრის ან ინტეგრირებულ სწავლებას (მაგისტრატურის ხარისხის ექვივალენტი) ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებში 2021 წლისთვის. ყოველთვიური სტიპენდია 400 ევროს უტოლდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: Full-Time Master Degree Studies - Study in Lithuania.