*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის კულტურის ამსახველი ფოტო ალბ

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა ევალდას იგნატავიჩიუსმა მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო ალბომის  პრეზენტაციაში, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მანამდე ის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც ესტუმრა.  

ფოტო ალბომი ლიტვის თანამშრომლობის განვითარებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობით დაიბეჭდა. პროექტს, ასევე, მხარში  ლიტვური კომპიუტერული კომპანიაACME” ედგა.

 

ღონისძიებას საქართველოს ვიცე პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ეკატერინე ტყეშელაშვილი და ვიცე პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, -ნი გიორგი ბარამიძე ესწრებოდნენ; ასევე დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებიც.

 

დაახლოებით ათი წელია, რაც აფხაზებისა და ქართველების ერთობლივი ძალებით იმ საინტერესო ისტორიული მასალების შეგროვება გახდა შესაძლებელი, რაც ამ ალბომშია შესული. კმაყოფილი ვარ, რომ ლიტვამ თავისი წვლილი შეიტანა ამ ალბომის გამოქვეყნებაში. ამ პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ლიტვა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, არ იშურებს ძალას აამაღლოს საერთო ნდობა,“- აღნიშნა . იგნატავიჩიუსმა.

 

აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი არქივი 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს ფაქტიურად განადგურდა. ამ ალბომის პრეზენტაცია ქართველ-აფხაზების მრავალი წლის ერთობლივი აკადემიური შრომის შედეგია. ალმობში არსებული მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ იქნა მომზადებული.

 

 

-ნი იგნატავიჩიუსი, ასევე, ეწვია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და შეხვდა მის დირექტორს, - ბუბა კუდავას. შეხვედრის მიზანი პაჟაისლისის მონასტრის არქივის ბედის განხილვა იყო. არქივის ნაწილი მეოცე საუკუნის დასაწყისში კირიონ მე-2-ის დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოტანილი. ის, ამჟამად, ისტორიის საქართველოს  სახელმწიფო არქივში ინახება.

 

-ნმა კუდავამ 1718-1757 წლებში დაწერილი კამალდოლის ხელნაწერი წარადგინა. ეს  ხელნაწერი, ამჟამად, დასკანირებულია. დოკუმენტის ციფრული ვერსია ლიტვაში სამომავლო კვლევისთვის გადაიგზავნება. შეხვედრის დროს ვიცე მინისტრმა ამ ხელნაწერის პირველი ნაწყვეტები იხილა.

 

-ნმა იგნატავიჩიუსმა სტუმრად მიიწვია -ნი კუდავა ლიტვაში, კერძოდ კი პააისლის მონასტერში.

 

დელეგაცია, რომელსაც ვიცე მინისტრი