*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით

ლიტვა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართვველოს რეგიონის, ცხინვალისა (სამხრეთ ოსეთი) და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ადმინისტრაციული ხაზის "ბორდერიზაციასთან" დაკავშირებით.

10 ივლისის ტრაფარეტების უკანონო განთავსება, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებს, განსაკუთრებით კი თბილისი-გორის ცენრალური ავტობანსა და ბაქო-სუფსას ნავთობსადენს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერეიტეტისა და ტრიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.

ეს უკანონო ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას უქმნის დიდ დაბროლებებს, ასევე ცუდად აისახება საერთაშორისო თანამეგობრობის კოფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევაზე და ახდენს ცუდ გავლენას მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ლიტვა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზეწოლა და აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და განახორციელოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის სამომავლო განხორციელების მექნიზმები. რუსეთის ფედერაციის ეს უკანონო ქმედებები არ ემსახურება ნდობის აღდგენას და კიდევ უფრო ართულებს საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის აღდგენას.