*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის მოედნის რეკონსტრუქცია ლიტველი სტუდენტების პროექტის ფარგლებში გ

  ხაშურის მთავარი  მოედნის რეკონსტრუქცია კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში განხორცილდება, განაცხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გასულ ხუთშაბათს საქართელოში ლიტვის ელჩთან იონას პასლაუსკასთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ელჩმა ცამეტი პროექტი წარადგინა, რომელიც კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მიწის მენეჯმენტის მესამე კურსის სტუდენტებმა შექმნეს. ყველა პროექტი ხაშურის მოედნის მთავარ პრობლემებს პასუხობდა და მათი მოგვარების ვიზუალურ მხარეს წარადგენდა.

 

ხაშურში ჩემი ვიზიტების დროს, არა ერთხელ გამიგია კითხვა თუ რა ეშველებოდა  ქალაქის მიტოვებულ მთავარ მოედანს. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ლიტველ ექსპერტებს რამოდენიმე მონახაზი გაეკეთებინათ. მართალი რომ გითხრათ, ასეთ საინტერესო წინადადებებს არ მოველოდი“, აღნიშნა ელჩმა პასლაუსკასმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ლიტვის საელჩოს მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ თავადაც, რომ დაგვეხაზა ეს პროექტები, წარმოსახვითაც კი ამ დონეზე ვერ გავრისკვადით. ახალგაზრდა ლიტველი არქიტექტორები საოცარი კრეატულობითა და სიმამაცით გამოირჩევიან“, აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მამუკა მოსიაშვილმა.

 

კაუნასის ტექ ნიკური  უნივერსიტეტის სტუდენტების ყველა ნაშრომი ხაშურის მუნიციპალიტეტის შენობაში გამოიფინება. ქალაქის მაცხოვრებლებს კი საშუალება ექნებათ ფავორიტ პროექტს მისცენ ხმა.

 

ხაშურში ლიტვის საელჩომ თანმშრომლობის განვითარების რამოდენიმე პროექტი  განახორციელა. გასულ კვირას ქალაქის ცენტრში განახლებული საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკაში ნატოს საინფორმაციო კუთხეა განლაგებული, აქვეა ლამაზი ბაღიც, სადაც ზაფხულის მანძილზე ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გაეცნონ პრესას, შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა და მიირთვან ფინჯანი ყავა.

 

კაუნასის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საელჩოს ერთ-ერთი ინიციატივაა ჩართოს ლიტვური სააგენტოები, უნივერსიტეტები და კერძო კომპანიები საქართველოში თანამშრომლობის განვითარების საქმიანობაში.

 

2010 წელს საელჩომ საქართველოში თანამშრომლობის განვითარების პროექტებზე 153.000 ლიტვური ლიტი (45,000 ევრო) გამოჰყო.

 

       

 

წყარო: ლიტვის საელჩო