*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოს შუაგულში ლიტვის სახელობის ბაღი გაიხსნა

6 დეკემბერს ხაშურში ლიტვის სახელობის ბაღი გაიხსნა. პროექტი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კომპანია ACME Group-მა და ხაშურის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.  

 

ბაღის გახსნის ცერემონიას ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი დაესწრო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თანამშრომლობის განვითარების ეს პროექტი იმ ინიციატივის კარგი მაგალითია, რომელსაც არა მარტო ადგილობრივი თვითმართველობა უჭერს მხარს, არამედ კერძო ბიზნესის სექტორიც.

„სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ლიტვის ინიციატივა საინტერესოა არა მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ბიზნეს სექტორისთვისაც. საზოგადოებრივი და კერძო სექტორების ამგვარი პარტნიორობა ლიტვის თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის შესაძლებლობებს აფართოებს“, აღნიშნა ბ-ნმა პასლაუსკასმა.

გახსნის ცცერემონიალზე ხაშურის მაცხოვრებელმა გოგონამ, სახელად ლიკა, ლიტვურ ენაზე შეასრულა ჯგუფ „სტუდიას“ მიერ დაწერილი სიმღერა „ბავშვობა“.

ლიტვის სახელობის ბაღის გახსნის შემდეგ, ლიტვის ელჩი ესტუმრა საბავშვო ბიბლიოთეკას, რომელიც მანამდე ლიტვის თანამშრომლობისა და დემოკრატიის პრომოუშენის განვითარების პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხებით იქნა განახლებული.

ხაშურის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს ლიტვის ქალაქ რადვილიშკისთან.

ლიტვა თანამშრომლობისა და დემოკრატიის პრომოუშენის განვითარების პროგრამით პროექტებს 2005 წლიდან ახორციელებს. ეს პროექტები მიმართულია დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური ზრდის, სოციალური სტაბილურობისა და კავშირების განსამტკიცებლად.

 ლიტვის საელჩო საქართველოში.