*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში აღინიშნა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

10 მარტს ლიეტუვის სათვისტომომ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში აღნიშნა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი იყო ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის მიერ მომზადებული გამოფენა "ერთად ვაშენებთ ლიეტუვას".

სტუმრებისათვის მილოცვისას, ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ყურადღება გაამახვილა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა საინტერესო მოგონებებზე და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მოხსენიებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში, როგორც მსოფლიო წესრიგის ცვლილების ინიციატორი. ”1990 წლის 11 მარტის მოვლენების გამო, ახლა ყველა შესაძლებლობა ჩვენს ხელშია. დავიცვათ ეს! ”- თქვა ელჩმა ღონისძიების დროს.

მადლობის წერილები გადაეცათ საქართველოში ლიეტუვის სათვისტომო "Rūta-ს" თავმჯდომარეს, ქალბატონ დალია ბალტრუნაიტეს და ლიეტუვური სკოლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლიდია გიორგობიანს, ამ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მათი ძალისხმევისათვის ლიეტუვური კულტურის, ტრადიციების და საათვისტომოს ხელშეწყობაში.

ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღნიშვნა დასრულდება 12 მარტს, რ. ბანიონისის ფილმის "ბავშვები სასტუმრო" ამერიკიდან" ჩვენებით.