*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში აღინიშნა ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის დღე

2021 წლის 3-6 ივლისს ვირტუოზმა ლიეტუველმა ხალხური სიმღერების შემსრულებლებმა ქალბატონმა ვერონიკა პოვილიონიენემ და საქსოფონისტმა ბატონმა პეტრას ვიშნიაუსკასმა გამართეს რამოდენიმე კონცერტი საქართველოში, სადაც ქართველი მაყურებლისთვის ლიეტუვის ხალხური კულტურის საუკეთესო ნამუშევრები წარადგინეს.

3 ივლისს ქალბატონმა პოვილიონიენემ და ბატონმა ვიშნიაუსკასმა გამართეს ღია ცის ქვეშ კონცერტი ქალაქ დუშეთის ცენტრალურ პარკში. კონცერტს ესწრებოდნენ დუშეთის ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები მუნიციპალიტეტიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა, მათ შორის დუშეთის მერი, ბატონი ზურაბ სეხნიაშვილი და ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა. კონცერტის პარალელურად, ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი ლიეტუველი ფოტოგრაფის, მარიუს იოვაიშას ფოტო-ექსპოზიცია, სახელწოდებით "არნახული ლიეტუვა".

4 ივლისს, გამორჩეული ხელოვანები ეწვივნენ ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს, პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ხელმძღვანელობით, რომელიც მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით. გაიმართა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც სწავლობენ ლიეტუვურ ენას და ცენტრის ხელმძღვანელობასთან, გაცვალეს მოსაზრებები ლიეტუვური კულტურის წარმოჩენასთან დაკავშირებით და სტუდენტებთან ერთად შესრულდა სიმღერები.

ტურის მთავარი ღონისძიება იყო 6 ივლისის კონცერტი, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ქალბატონმა ვერონიკა პოვილიონიენემ და ბატონმა პეტრას ვიშნიაუსკასმა კომპოზიციები შეასრულეს ცნობილ ქართველ ხალხურ მომღერალთან, მასწავლებელთან და ტელეწამყვანთან, ბატონ გიორგი უშიკიშვილთან და ჯგუფ ლაშართან ერთად. სამმა შემსრულებელმა ერთად შექმნა უნიკალური და დასამახსოვრებელი საღამო, რომელშიც გამოვლინდა კულტურული კავშირები ლიეტუვასა და საქართველოს შორის. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს მმართველი სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ლიეტუვის სათვისტომოს წარმომადგენლები და ლიეტუვა-საქართველოს პარტნიორობის მეგობრები. კონცერტი გახსნეს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ანდრიუს კალინდრამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

ელჩმა კალინდრამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ”არსებული ორმხრივი პარტნიორობა ხაზს უსვამს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის ხანგრძლივი მეგობრობის უნიკალურ ხასიათს, რომელიც მოიცავს მძლავრ პოლიტიკურ დიალოგს, აქტიურ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, აგრეთვე ხალხთაშორის ახლო ურთიერთობას. ეს, ლიეტუვურ - ქართული ხალხური მუსიკის ტრიო კიდევ ერთი დადასტურებაა განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობებისა, რომლითაც ორივე ქვეყანა სარგებლობს.

სტუმრებისთვის ასევე დაინსტალირდა მარიუს იოვაიშას გამოფენა, სახელწოდებით „არნახული ლიეტუვა“.