*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადება ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკეთებს შემდეგ განცხადებას:

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებულს საერთაშორისო სამართლითა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით, გაეროს წესდებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტის შესაბამისად.

ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას.

აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარე გაეროსა და "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან" ერთად.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ძლიერი სინანული ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან და ვენესუალასა და ხსენებულ რეგიონს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების განხილვასთან დაკავშირებით."