*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში ლიტუვური ენისა და კულტურის ცენტრს მარია სულაბერიძე უხელმძღვანელებს

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს კონკურსი გაიმართა საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გვიხარია, რომ კონკურსმა დიდი ყურადღება მიიპყრო და მასში კანდიდატთა დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. ყველა მონაწილის კომპეტენციის, შესაძლებლობებისა და მოტივაციის შეფასების შემდეგ, კომისიამ ცენტრის ხელმძღვანელად მარია სულაბერიძე აირჩია. ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ულოცავს ცენტრის ახალ ხელმძღვანელს და უსურვებს წარმატებებს, ენერგიასა და ენთუზიაზმს პროფ. ვიდას კავალიაუსკასის მოღვაწეობის გაგრძელებაში, რაც გულისხმობს ლიეტუვური კულტურის პატარა კუთხის შექმნას თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში!