*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში ლიტვაში სწავლების შესაძლებლობების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის

23-26 თებერვალს „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარებულ გამოფენაზე, რომელიც საერთაშორისო განათლებასა და კარიერას მიეძღვნა, ლიტვაში სწავლების შესაძლებლობების წარდგენა მოხდა. ლიტვური დელეგაცია რვა უნივერსიტეტისაგან, ოთხი კოლეჯისა და გაცვლითი განათლების მხარდამჭერი ფონდისაგან  შედგებოდა. უცხოელ სტუდენტებს ლიტვაში უცხო ენაზე სწავლების 59 ბოლო კურსისა და 77 მაგისტრატურის ხარისხის პროგრამების ფარტო არჩევანი აქვთ.

თავისი პროგრამა წარადგინა ლიტვის დასავლეთ რეგიონის საინიციატივო ჯგუფმაც, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (კლაიპედას უნივერსიტეტი, შიაულიაის უნივერსიტეტი, LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი და კლაიპედას სახელმწიფო კოლეჯი) შედის.

საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრობებზე სავაჭრო ნიშნის სწავლა ლიტვაში პრეზენტაცია ლიტვაში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროექტის ნაწილია. ამ პროექტის მიზანია გააცნოს ლიტვის უმაღლესი განათლების რეფორმა, შექმნას უმაღლესი განათლების ცალკეული იმიჯი და მიიზიდოს უცხოელი სტუდენტები ლიტვაში სასწავლებლად. პროექტს ახორციელებს გაცვლითი განათლების მხარდამჭერი ფონდი.

წყარო:  გაცვლითი განათლების მხარდამჭერი ფონდი.