*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საზეიმოდ აღინიშნა

16 თებერვალს თბილისში ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.  მიღება თბილისის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ადგილი შემთხვევით არ შეირჩა. 1918 წლის 26 მაისს ამავე შენობაში ტრანსკავკასიური სეიმის შეხვედრის დროს ქართულმა დელეგაციამ საქართველო სუვერენულ ქვეყნად გამოაცხადა. 

ხალხური სიმღერის ანსამბლმა "ჩვენებური" ლიტვისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულა. 

ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა და საქარველოს ვიცე პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და დიპლომატიური კორპუსისა და, ასევე, ადგილობრივი ლიტვური საზოგადოების წევრებსა და სხვა საპატიო სტუმრებს.