საქართველოში ლიტვის საელჩოს ყველაზე დიდი პროექტი დასრულდა
გასულ შაბათს ხაშურში ოფიციალურად „ღია ბიბლიოთეკა“ გაიხსნა, რომელმაც დაასრულა კიდეც ლიტვის საელჩოს მიერ წამოწყებული სამწლიანი თანამშრომლობის პროექტი.
„ღია ბიბლიოთეკის“ იდეა, რომელიც ხაშურის ბიბლიოთეკების კავშირმა განავითარა, ქალაქში ახალი საზოგადო სივრცის შექმნას უწყობს ხელს, სადაც მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ პრესას, შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა, მიირთვან ფინჯანი ყავა და მთელი ზაფხულის სეზონის მანძილზე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.
სამი წლის განმავლობაში საელჩომ პროექტისთვის თავისი განვითარების თანამშრომლობის პროგრამიდან 56,000 ლიტვური ლიტი (დაახლოებით 16,000 ევრო) გამოჰყო. მიახლოებით ამდენივე ხაშურის მინიციპალიტეტმა და კერძო ლიტვურმა კომპანიებმა ACC Lithuania-მ, Minijos baldai-მ და Sweco Lithuania-მ გამოჰყვეს.
თანხები განაწილდა ბიბლიოთეკის ფასადისა და წინა ეზოს განახლებაზე, გარე ავეჯისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენასა და კომპიუტერულ კლასში უფასო ინტერნეტით გაყვანაზე. ბიბლიოთეკის პერსონალისთვის მოეწყო ერთკვირიანი ტრეინინგები, რომელთა ფარგლებშიც მათ საშუალება მიეცათ ლიტვის ხუთ რეგიონში მდებარე ბიბლიოთეკებს სწვეოდნენ.
„სამი წლის წინ, როდესაც თქვენგან დახმარების თხოვნა მივიღეთ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შედეგად ასეთ მაშტაბურ და წარმატებულ თანამშრომლობას მივიღებდით“, აღნიშნა გახსნის ცერემონიალზე მყოფმა ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა.
„თუკი დღეს ვინმე მთხოვს მაჩვენოს თუ რა არის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა, მე მას უყოყმანოდ ხაშურში ჩამოვიყვან“, დაამატა ელჩმა.
ბიბლიოთეკის მომავალ გეგმებში შუა ივნისში ნატოს კუთხის გახსნა და შემოდგომაზე შილუტეს მუნიციპალიტეტიდან ფრიდრიჰას ბაიორაიტის სახელობის საჯარო ბიბლიეთეკის დელეგაციის მიღება შედის.
ლიტვამ საქართველოში თანამშრომლობის პროგრამის განვითარება 2005 წელს წამოიწყო. გასულ წელს საელჩომ 153,000 ლიტვური ლიტის (44,000 ევრო) ღირებულების 17 პროექტი განხორციელა.
წყარო: ლიტვის საელჩო


