*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

საქართველოში ლიტვური სკოლამდელი სასწავლებელი (ე.წ. პრე-სკოლა) გაიხსნა

გასულ შაბათ-კვირას თბილისში ლიტვური სკოლამდელი სასწავლებელი გაიხსნა. მსგავსი ტიპის  სკოლის შექმნის იდეა საქართველოში მცხოვრებ ლიტველებს ეკუთვნის, რომლებიც გასული წლის ბოლოს შეიკრიბნენ და საქართველოში ლიტველი ახალგაზრდობის ორგანიზაცია „ლაბას“-ი (ქართულად-„გამარჯობა“) დააარსეს.

ბავშვებისთვის მხოლოდ საკუთარ ოჯახებში მშობლიური ენის გაგონება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია მომავალშიც გავუძლიეროთ მათ ლიტვური ენის ცოდნა, მცირე ასაკიდან ვაზიაროთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. დღეიდან ამ თამაშის ტიპის გაკვეთილებზე ჩვენს შვილებს საშუალება ექნებათ შეხვდენენ სხვა ლიტველებს. ეს მშობლებს გამოცდილების გაზიარებასა და, რაც მთავარია,  მთელი ლიტვური საზოგადოების მაშტაბით  კავშირების გაძლიერებაში დაეხმარება“,- განაცხადა ლიტველი ახალგაზრდობის ორგანიზაციალაბას“-ის თავმჯდომარემ -ნმა ვიტალია პაპაიტე-ბასილაიამ.

თბილისში მცხოვრები -ნი ვიქტორია ბალკუნაიტე-ბაბი მოხარული იყო იმ ფაქტით, რომ ამ ახალმა პროექტმა ასეთი ინტერესი და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ვხედავთ, რომ მშობლები ამ სასწავლებლის მოღვაწეობით დაინტერესებულნი არიან.  გაკვეთილების განმავლობაში ზოგი ბავშვი პირველად ეზიარება ლიტვურ ენას, სიმღერებსა და ცეკვას,“- აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ვიქტორია ბალკუნაიტე-ბაბიმა პირველი მეცადინეობის შემდეგ.

ლიტვურ პრე-სკოლაში გაწევრიანების მსურველებს ყველა სახის საჭირო ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ მისამართებზე labasmokykla@yahoo.com და labas@litva.ge. ასევე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფეისბუქის სოციალურ ქსელში ჯგუფის  "Lietuviai Gruzijoje" (ქართულად- „ლიტველები საქართველოში“) გვერდზე.

ლიტვური პრე-სკოლის პროექტს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

წყარო: ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში