სამშაბათს, 13 დეკემბერს, 15:00 ლიტვის რესპუბლიკის საელჩო გიწვევთ ფოტო ალბომის „აფხაზეთი: მე-20 საუკუნ
სამშაბათს, 13 დეკემბერს, 15:00 ლიტვის რესპუბლიკის საელჩო გიწვევთ ფოტო ალბომის „აფხაზეთი: მე-20 საუკუნე“ პრეზენტაციაზე. (მისამართი: საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკა; ლადო გუდიაშვილის ქ. 7). ეს ალბომი აფხაზური და ქართული მხარეების თითქმის ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. მასში მხოლოდ მე-19 საუკუნის ამსახველი ფოტოები, სურათები და ჩანახატები შევიდა. ფოტოალბომი „აფხაზეთი: მე-19 საუკუნე“ დასაბეჭდად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნერო-კვლევითმა ცენტრმა მოამზადეს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ეკატერინე ტყეშელაშვილი, ლიტვის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრი, ბ-ნი ევალდას იგნატავისიუსი, ფოტო ალბომის ავტორები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრებიან წიგნის პრეზენტაციას.