შაბათს ევროპის კულტურის კვირეული იწყება
31 ოქტომბერს საქართველოში ევროპის კულტურის კვირის ღონისძიებები იწყება.
საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების კულტურას, მუსიკას, ლიტერატურას, ფოტოგრაფიას. ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, თელავსა და ქუთაისში ბალტიის გიტარის კვარტეტი კონცერტებს გამართავს. გიწვევთ ყველას. პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.