შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე
18 მაისს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა შეხვდა არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები, გაცვალეს მოსაზრებები პარლამენტის როლზე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის საჭირო რეფორმების წამოწყებაში. საუბრისას ხაზი გაესვა ყველა საპარლამენტო პარტიის როლს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხორციელებაში, რათა დასრულებულდეს პოლიტიკური გაურკვევლობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლის სისტემისა და საარჩევნო რეფორმების განხორციელებას. ელჩმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ და ამ მიზნების მისაღწევად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების როლს გაუსვა ხაზი.