*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თანამედროვე ლიტვური კინოს კვირეული თბილისში

თბილისის  კინოს სახლში „ქოლგა“ და ვაკის პარკში მდებარე კლუბ „33ა“ - ში გაიმართება თანამედროვე ლიტვური ფილმების ჩვენება (3 - 8 მაისი).  ორგანიზატორი ლიტვის საელჩო საქართველოში. პარტნიორი - ეროვნული კინოცენტრი.   პროგრამაში ნაჩვენები იქნება 16 მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ლიტვაში გასული 20 წლის მანძილზე შეიქმნა. პროგრამა ასახავს ისტორიული ცვლილებების ფონზე ლიტვური კინემატოგრაფის აღორძინების პროცესს.

 

ქართულ საზოგადოებას  პირველად ექნება საშუალება  არა მარტო იხილოს ლიტვური კინო, არამედ უშუალოდ შეხვდეს მის შემქმნელებსაც.  პროგრამაში წარმოადგენილია ასევე ბოლო პერიოდის ლიტვური კინოს წამყვანი რეჟისორის, დამოუკიდებელი არტ ჰაუზის ერთერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის - შარუნას ბარტასის ფილმები. ასევე ნაჩვენები იქნება, არუნას მატელისის დოკუმენტური ფილმი: „დედამიწაზე დაბრუნებამდე“ (“Before Flying Back to Earth”) და კრისტინა ბუოჟიტეს მხატვრული ფილმი – „კოლექციონერი“ (“The Collectress”), ასევე სხვა ცნობილი ლიტველი კინორეჟისორების შემოქმედება: რაიმუნდა ბანიონისი, ტომას დონელა, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ემილის ველივისი და სხვები.

 

ლიტვური ფილმების ფესტივალი თბილისში ლიტვური კინოს მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელიც 2009 წლის დეკემბერში ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიწყო.

 

კვირეულის ფარგლებში ლიტველი სტუმრები და ლიტვის ელჩი საქართველოში შეხვდებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორს - თამარ ტატიშვილს. (3 მაისი, 13 საათი, ეროვნული კინოცენტრი, . გამსახურდიას სანაპირო # 4)

 

კვირეული გაიხსნება 3 მაისს, 20:00 საათზე კინოს სახლშიქოლგა“ .

 

სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება კინოს სახლშიქოლგა 3-8 მაისს.

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და კრისტინა ბუოჟიტესკოლექციონერისნახვა  კი 6 მაისს საღამოს 19:00 და 21:00 საათზე ვაკის პარკის კლუბ 33-ში იქნება შესაძლებელი.

 

1988-1992 წლებში ლიტველი სტუდენტები  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ამჟამად, ყველა მათგანი ცხოვრობს და მოღვაწეობს ლიტვის გარეთ.  8 მაისს, 14:00 სთ-ზე კინოს სახლშიქოლგა“, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ამ რეჟისორებს და გაეცნოს მათ ნამუშევრებს.