თანამშრომლობა ქალაქ რადვილიშკისა და ხაშურს შორის ფართოვდება
ოთხშაბათს შუადღეს ხაშურის საოლქო ბიბლიოთეკამ ქალაქ რადვილიშკისთან ტელეკონფერენციას უმასპინძლა. პროგრამა სკაიპით განხორციელებულ ტელეკონფერენციაში მონაწილეობა ორი მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს; მათ საკუთარი შეხედულებების გაცვლისა და ახალი ნაცნობობის საშუალება მიეცათ.
ამ ღონისძიებას საქართველოში ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი, რადვილიშკის მერი- ანტანას ჩეპონონისი და ხაშურის მერი- მამუკა მოსიაშვილი ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ ლიტვის საელჩოს მიერ ხაშურში წამოწყებული პროექტები ასეთ სახეს იღებს,“ აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა პასლაუსკასმა.
2009-2010 წწ. საელჩომ ხაშურში თანამშრომლობის განვითარების რამოდენიმე პროექტი დააფინანსა, რამაც საოლქო ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციას, მისი კომპიუტერული კლასით აღჭურვასა და ბიბლიოთეკის დირექტორის ლიტვაში სასწავლო ვიზიტით გაგზავნას შეუწყო ხელი.
რადვილიშკისთან ტელეკონფერენციის მოწყობის იდეაც ამ სასწავლო ვიზიტის დროს გაჩნდა.
რადვილიშკისა და ხაშურის წარმომადგენლობამ მეგობარი ქალაქების შეთანხმების შექმნაზე გამოხატა სურვილი. ხაშურის წარმომადგენლობის ვიზიტი ლიტვაში 7 მაისს არის დაგეგმილი.
საქართველოსა და ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობების კავშირის გაძლიერება არის ლიტვის თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში.
წყარო: ლიტვის საელჩო

