თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს თბილისის მერთან შეხვედრაზე
2 თებერვალს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა შეხვდა თბილისის მერს კახა კალაძეს.
შეხვედრაზე ელჩმა მადლობა გადაუხადა მერს ქალაქის მუდმივი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის ლიეტუვისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული თარიღების აღნიშვნაში, ყურადღება გამახვილდა თბილისში განახლებულ ვილნიუსის სკვერზე და ქალაქის მწვანე მიმართულებაზე. ასევე განიხილეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის, სამომავლო კულტურული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ და აღინიშნა, რომ ვილნიუსი, რომელსაც თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქალაქ თბილისთან, 2023 წელს აღნიშნავს 700 წლის იუბილეს. ანდრიუს კალინდრამ შესთავაზა მერს ლიეტუველი ექსპერტების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ქალაქის ინფრასტრუქტურისა და მწვანე კურსის განვითარებისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.