„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - ამ ფრაზით მიმართა ლიტვის რესპუბლიკის ელ
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენა 11 მარტს თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში აღინიშნა. ლიტვის საელჩოს მოწვევით მიღებას სამასზე მეტი სტუმარი დაესწრო. ლიტვას დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროტლანტიკური ინტეგრაციის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრებმა, ასევე თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს. სტუმრებს შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ხელოვანები, ბიზნესმენები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ლიტველები.
ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა ქართველ ხალხს პატივისცემისა და ლიტვისადმი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მიღებაზე სიმბოლურად იყო წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშების გამოფენა „დამოუკიდებლობის ისტორია“.
აღნიშნულ ღონისძიებას სპეციალური რეპორტაჟი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელეკომპანიამ, რუსთავი 2-მა მიუძღვნა.



