თბილისობის დღესასწაულზე ლიტვის ხმამაც გაიჟღერა
25 ოქტომბერს თბილისში, ქალაქის საკრებულოს ახლადგარემონტებულ შენობაში თბილისობის დღესასწაულის ტრადიციული გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისფულების, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ასევე საპატიო ქალაქელები ესწრებოდნენ, მათ შორის ქალაქ ვილნიუსის თვითმმართველობის დელეგაციის წევრებიც.
გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს სულიერი ლიდერი ილია მეორე. დღესასწაულზე თბილისის მერმა თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა. დიდი ყურადღება და ოვაციები გამოიწვია კონცერტმა, რომელშიც ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად ლიტვის, ესტონეთისა და პოლონეთის დიპლომატებმა ოჯახებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა მეუღლესთან და ლეგენდარულ „ორერასთან“ ერთად ყველასათვის საყვარელი სულიკო შეასრულა. კონცერტს პირდაპირ ეთერში მთავარი სატელევიზიო არხები გადასცემდნენ.
ქალაქის დღესასწაული თბილისობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საზოგადოების ტურისტებისა და ჟურნალისტების დიდ ყურადღებას იქცევს.