თბილისში 1949 წლის სამი ბალტიური ქვეყნიდან მასიური დეპორტაცია მოიხსენიეს
გუშინ 25 მარტს მოიხსენიეს მარტის დეპორტაციების დასაწყისი, როდესაც რამოდენიმე დღეში ოკუპანტების მიერ ჩატარებული ოპერაცია „პრიბოი“–ს (ზვირთცემა) შედეგად ლიტვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან დეპორტირებულ იქნა 95 ათასი ადამიანი. წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა დეპორტაციის მსხვერპლთა მოსახსენიებელი ღვთისმსახურება. მოგვიანებით საქართველოს ლიტვური, ლატვიური და ესტონური სათვისტომოების წევრები შეიკრიბნენ თბილისის ცენტრში მდებარე ვილნიუსის სკვერში და დაანთეს სანთლები.
ლიტვის ელჩმა სთხოვა შეკრებილებს დუმილის წუტით პატივი მიეგოთ დაღუპულებისთვის.
„დღეს მოვიხსენიებთ მათ, ვინც სულ რამოდენიმე დღის განმავლობაში უდიდესი დეპორტაციის ოპერაციის შედეგად ციმბირში იძულებით გაყვანილი იყო. მათი უმეტესობა იყვნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ უქმნიდნენ ოკუპაციურ რეჟიმს. გვსურს, რომ ახალგაზრდა თაობას ახსოვდეს თავისი ისტორია, რადგანაც მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მომავლის შექმნა,–“ თქვა ელჩმა პასლაუსკასმა.
საბჭოური მასიური დეპორტაციები ლიტვასა, ლატვიისა და ესტონეთიდან – ბალტიური ქვეყნების ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. სტალინის მართველობის დროს ციმბირში იძულებით დეპორტირებული იყო 220 000 ათასზე მეტი ადამიანი (თუ არ ჩავთვლით პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც კიდევ უფრო მრავალრიცხოვანნი იყვნენ.

