თბილისში გაიხსნა გამოფენა ,,ვილნიუსი 700“
25 მაისის საქართველოს ფოტოგრაფიის დღისა და ვილნიუსის დაარსების 700 წლის აღსანიშნავად თბილისის ფოტოგრაფიის ბიენალეზე გალერეა „ბაიაში“ გაიხსნა გამოფენა „ვილნიუსი 700“.
წლევანდელი ბიენალეს თემაა „დაბადება - მე-19 საუკუნე“. გამოფენაზე წარმოდგენილია იუზაპ ჩეხავიჩუსის, სტანისლავ ფილიბერტ ფლერის და იან ბულხაკის მიერ გადაღებული ვილნიუსის ისტორიული ფოტოები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ლიეტუვის დედაქალაქი და მისი მოსახლეობა წარსულში. გამოფენის გახსნისას ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრა გამოხატა კმაყოფილება იმით, რომ ქართულ საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, ენახა ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული გამოსახულებები და ორ ქვეყანას შორის წარმატებული კულტურული თანამშრომლობა. გამოფენა ხელმისაწვდომი იქნება 25-დან 29 მაისამდე.
გამოფენა მოეწყო ფოტოგრაფიის ასოციაცია „საქართველოს“ და ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.