*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში გაიმართ ლიეტუვის მიერ მხარდაჭერილი კონფერენცია სახელად ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

21 ნოემბერს თბილისში, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.

ელჩმა ისაუბრა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის კუთხით, ამ მხრივ ასევე ხაზი გაუსვა ლიეტუვის საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს, რომლებიცაა: თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და მულტილატერალიზმი. ელჩმა წუხილი გამოთქვა ადამიანის უფლებების სისტემატიური და მძიმე დარღვევების გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ისაუბრა ამ მხრივ ყველაზე გვიანდელ ტრაგიკულ მაგალითზე - თამაზ გინტურის მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა ამ მიმართულებით დაუსჯელობის აღმოფხვრა.

კონფერენციაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური გამოწვევები აფხაზეთსა და დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. პირველ პანელზე მიმოხილული იყო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა საქართველოს ფართო კონტექსტში. კონფერენციის განმავლობაში, პოლიტიკური და დიპლომატიური სამსახურების მაღალი დონის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი შეფასებები და პოზიციები ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის სამართლებრივ და პოლიტიკურ განზომილებებზე. გარდა ამისა, გაზიარებული იყო ინფორმაცია მთავრობების მიერ ამ კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ.