*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს

2022 წლის 10 მარტს, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩომ, საქართველოში ლიეტუვურ სათვისტომოსთან ერთად აღნიშნა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, რომელიც აღინიშნება 11 მარტს ლიეტუვის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის - 1990 წელს ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის აქტის ხელმოწერის საპატივცემულოდ, რითიც ლიეტუვა საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ლიეტუვური სათვისტომოს წევრები მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ფილმის "Sugrįžę iš Niujorko" (დაბრუნება ნიუ იორკიდან) ჩვენებაზე, რომლის რეჟისორია რამუნე რაკაუსკაიტე, და ასახავს ორი ლიეტუველი ხელოვანის მოგზაურობას საბჭოთა კავშირის შემოქმედებითი რეპრესიებიდან ნიუ იორკში, აშშ, სადაც მათ ლეგენდარულმა ლიეტუველმა-ამერიკელმა კინორეჟისორმა იონას მეკასმა გაუწია მენტორობა, ხოლო 20 წლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ლიეტუვაში, რომელმაც აღადგინა დამოუკიდებლობა.

ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ საზოგადოებას პრეზენტაციის დაწყებამდე სიტყვით მიმართა. მან მიულოცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს და საქართველოს ლიეტუვურ სათვისტომო „ლაბასს“ წარმატებული მუშაობის 10 წელი და მადლობა გადაუხადა მათ მნიშვნელოვანი აქტივობებისათვის ლიეტუველების მობილიზებისთვის საქართველოში, ასევე ლიეტუვური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.  

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა პოლონური, ბელორუსული, რუსული და სხვა წარმოშობის ლიეტუვის მოქალაქეების მნიშვნელოვან როლს ლიეტუვის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მოუწოდა თანამემამულეებს არ განასხვაონ თავიანთი თანამოქალაქეები ეროვნული წარმომავლობის მიხედვით და ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილონ იმ ღირებულებებზე, რომელიც აერთიანებს ლიეტუვის ყველა მოქალაქეს, წარმოშობის მიუხედავად,  უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას.

რეგიონში და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საელჩომ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის ეროვნული დროშის გამოფენით. უკრაინის დროშა ასევე ფრიალებს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს შენობაზე და ასევე ელჩის რეზიდენციაზე.