თბილისში ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
26 ნოემბერს თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ, ლიეტუვის დივიზიის სამხედრო სკოლის ჯარისკაცებთან, გენერალ სტასის რაშტიკისთან და LITPOLUKRBRIG-ის შტაბის ოფიცრებთან ერთად, რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში "Maple Arch 2021".
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს დღესასწაული მიულოცა. მისალმებები ასევე გამოთქვეს ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ და ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკმა ნერიუს ტამოშაიტისმა.
სტუმრებს წარუდგინეს და აჩვენეს დოკუმენტური ფილმი "უხილავი ფრონტი", რომელიც მოგვითხრობს 1944-1953 წლებში იატაკქვეშეთში მოღვაწე ლიეტუველი თავისუფლების მებრძოლების შესახებ. საღამოს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მეტი გაეგოთ ლიეტუვის ისტორიის მტკივნეულ ნაწილის შესახებ, როდესაც შეიარაღებული წინააღმდეგობა იმართებოდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. ფილმი მოგვითხრობს წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერის - იუოზას ლუკშა-დაუმანტასის ისტორიას. სიუჟეტი ეფუძნება იმდროინდელი მოვლენების ზოგად დინებას, წერილებს, ისტორიებსა და ადამიანების მოგონებებს.
სტუმრებს ასევე მიესალმა ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი, შვედური წარმოშობის ჟურნალისტი და მთარგმნელი, 30 წლის წინ ლიეტუვაში ჩასული იონას ოჰმანმი. ფილმი „უხილავი ფრონტი“ არ არის ამ რეჟისორის პირველი ნამუშევარი, რომელიც ლიეტუვას უკავშირდება. პატივი მიაგო რა ლიეტუვასა და შვედეთს შორის ურთიერთობებს, მან თარგმნა რამდენიმე ლიეტუვური წიგნი შვედურ ენაზე, რომელთა შორისაა იურგა ივანაუსკაიტესა და იურგის კუნჩინასის წიგნები. 2007 წელს იონას ოჰმანს მიენიჭა ფელიცია ბორტკევიჩიენეს ენის პრემია ლიეტუვასა და მის ფარგლებს გარეთ ლიეტუვური ენისა და კულტურის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის.
26 ნოემბერს საქართველოში ლიეტუვის საელჩოსა და სამხრეთ კავკასიაში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ორგანიზებით ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე „საქართველო და უკრაინა - მდგრადი საზოგადოებები კრემლის მკვეთრი ძალაუფლების წინააღმდეგ“, რომლის მოდერატორიც იყო ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ეგორ კუროპტევი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი, უკრაინის ელჩი საქართველოში იჰორ დოლჰოვი და რეჟისორი, პუბლიცისტი, იონას ოჰმანი. საელჩოსა და ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მოწვევით დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.