*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა

2022 წლის 24 ნოემბერს თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებული მიღება, რომელსაც საქართველოში ლიეტუვის თავდაცვის ატაშემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა დონატას რუპშისმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ უმასპინძლეს.

მიღებაზე მოწვეული იყვნენ საელჩოს პარტნიორები, მეგობრები, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი. მიღებაზე საპატიო სტუმარი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე.
სტუმრების მისამართით მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმისას ყურადღება გამახვილდა ლიეტუვისა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში. გამოიყო თანამშრომლობის განსაკუთრებული სფეროები, როგორიცაა ნატოს ეგიდით ლიეტუველი სამხედროების წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობა კაუნასის რეგიონულ კიბერ უსაფრთხოების ცენტრში კიბერნეტიკული საფრთხეების შეფასების მიმართულებით ამერიკელ, უკრაინელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს. ლიეტუვასა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ხაზგასმასთან ერთად, მინისტრებმა კომუნიკეში დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოთქვეს მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის როგორებიც ლიეტუვა და საქართველო არიან და პატივი მიაგო ქართველი სამხედროების თავგანწირვას საერთაშორისო მისიებში ნატოს ეგიდით, ისევე როგორც ქართველი მოხალისეების მამაც ბრძოლას უკრაინის ომში.