*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში ლიტვა-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს

13 სექტემბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და მასთან ერთად ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა. აჟუბალისმა დაარწმუნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ლიტვა მომავალშიც განაგრძობდა საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში. საუბრის დროს მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ  ლიტვასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით წარმატებულად და აქტიურად ვითარდება. ორმხრივი ვიზიტების დაძაბული გრაფიკიც კი ამაზე მეტყველებს.

რადგანაც ლიტვა ეუთოში თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით სარგებლობდა, წელს ლიტვის პრეზიდენტი და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არაერთი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ.

წარმატებულად განვითარდა საქართველოსა და ლიტვის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები, ისევე როგორც ქვეყნის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობაც. ბოლო წლების მანძილზე ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. გასულ წელს ლიტვის ექსპორტი საქართველოში გაორმაგდა და 62.8 მილიონი ლიტი შეადგინა. რაც შეეხება ლიტვის იმპორტს საქართველოდან, ის 1/5-ით გაიზარდა და 23.4 მილიონი ლიტი შეადგინა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია.

მინისტრებმა, ასევე, განიხილეს ლიტვა-საქართველოს საერთაშორისო ორგანიზციებისა და ჟენევის პროცესთან თანამშრომლობის დეტალებიც, რომლის მიზანიც 2008 წლის შემდგომი კრიზის დარეგულირებაა. . აჟუბალისმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორთა სამიტზე, რომელიც 29-30 სექტემბერს ვარშავაში იმართება. მათ, აგრეთვე, განიხილეს საქართველოს მიმდინარე მოლაპარაკებები გაერთიანების შეთანხმებზე ევროკავშირთან.