თბილისში ლიტვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 98-ე წლისთავი აღინიშნა
დღეს თბილისში ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის 98-ე წლისთავი აღინიშნა. ლიტვის საელჩოს ორგანიზებით ახალგაზრდა აკორდეონისტ- ვირტუოზის მარტინას ლევიცკისის კონცერტი გაიმართა. ეს არის მუსიკოსის პირველი შეხება ქართულ აუდიტორიასთან. კონცერტს ესწრებოდნენ სხვადასხვა სტუმრები, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ლიტველები, ქართული ხელოვნების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, მთავრობის წევრები.
ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ თავისუფლება არ არის ბოძებული , თავისუფლება ბრძოლაში მოიპოვება. ამიტომაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენს და სხვის გადაწყვეტილებას იარონ მათ მიერ არჩეული გზით. გვიხარია, რომ დღეს სახელმწიფოს აღდგენის დღესასწაულზე ჩვენთან ერთად არის მარტინასი, რომელიც გაიზარდა უკვე თავისუფალ ლიტვაში და არის ახალი, დამოუკიდებელი თაობის წარმომადგენელი.
მარტინას ლევიცკისმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემაში, რომლის დროსაც თავისი ცხოვრების შესახებ და იმ შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ახალგაზრდა ადამიანებს სთავაზობს.