თბილისში ლიტვური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
17 და 19 ნოემბერს საღამოს 18:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრსა და კინო სახლში (აღმაშენებლის, 40) წარმოდგენილი იქნება ლიტვური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა სახელწოდებით „ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი“. პროგრამაში შესულია სტუდენტებისა და ლიტვაში უკვე ცნობილი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები.