*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში მესამე საერთაშორისო ფესტივალი "ANIMA MUNDI 2015" გაიხსნა

3 სექტემბერს თბილისის ეროვნულ მუზუმ  ქარვასლაში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა საქართველოს კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად მესამე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „ANIMA MUNDI” გახსნა.

ფესტივალის ორგანიზატორი ჰოლისტური მოძრაობის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ასევე ქ. შაულიაის სამხატვრო გალერეა. ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ მხატვრები გრაფიკოსები და ფოტოგრაფები შვედეთიდან, კუბიდან, ინდონეზიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ნიგერიიდან, ლატვიიდან საქაღტველოდან და ლიტვიდან.

კულტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის და განაცხადა, რომ ეს ფესტივალი  ლიტვასა და საქართველოს კულტურული დიალოგის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

ელჩმა გიედრიუს პუოჯუნამა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს შესანიშნავი ღონისძიებისათვის და დასძინა, რომ ისტორიის ძალა, თვითშენარჩუნება და ამის ხელოვნებით გამოხატვა არის ჩვენი ქვეყნის და ერები გამაერთიანებელი ძალა, ამიტომ ძალიან სიმბოლურია, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა ფესტივალის თემად სწორედ საქართველოსა და ლიტვის ისტორიები აირჩიეს.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართელოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე და თბილისის მერი მოადგილე ნინა ხატისკაცი.

ფესტივალი „ANIMA MUNDI 2015” 24 აგვისტოს პირველ გამოფენას ქ. შიაულიაის სამხატვრო გალერეაში უმასპინძლა. გამოფენა საქართველოში 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.