*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

თბილისში პირველი ლიტვური პიესის "ამერიკა აბანიში" ქართული პრემიერა გაიმართა

2 მაისს თბილისში შოთა რუთაველის სახელმწიფო დრამის თეატრში პირველი ლიტვური პიესის „ამერიკა აბანიში“ ქართული პრემიერა გაიმართა. პროექტის ინიციატორია ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა სპექტაკლის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომედია დაიდგა იმ ქვეყანაში სადაც დაიწერა.   ანტანას კეტურაკისი მე-19 საუკუნის დასასრულს საქართველოში მუშაობდა და ცხოვრობდა. იგი ბორჯომში რკინიგზის ინჟინრად მუშაობდა. სწორედ მაშინ დაიწერა პირველი ლიტვური კომედიური პიესა, რომელიც პირველად 1899 წელს ლიტვაში, პალანგაში დაიდგა. ამ სპექტაკლის თავისებური ლიტვური სოფლის დინამიკა საქართველოში მოღვაწე ლიტველმა რეჟისორმა ლინდა ურბონავიჩიუტემ და შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობებმა შესანიშნავად გადმოსცეს. პიესა ქართულ ენაზე თარგმნეს ვირგინია ტიმინსკაიტემ და  ნანა დევიძემ. პროექტი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილობრივი დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსთაველის თეატრს, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო სცენა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს.

2 მაისს თბილისში შოთა რუთაველის სახელმწიფო დრამის თეატრში პირველი ლიტვური პიესის „ამერიკა აბანიში“ ქართული პრემიერა გაიმართა. პროექტის ინიციატორია ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა სპექტაკლის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომედია დაიდგა იმ ქვეყანაში სადაც დაიწერა.

 

ანტანას კეტურაკისი მე-19 საუკუნის დასასრულს საქართველოში მუშაობდა და ცხოვრობდა. იგი ბორჯომში რკინიგზის ინჟინრად მუშაობდა. სწორედ მაშინ დაიწერა პირველი ლიტვური კომედიური პიესა, რომელიც პირველად 1899 წელს ლიტვაში, პალანგაში დაიდგა. ამ სპექტაკლის თავისებური ლიტვური სოფლის დინამიკა საქართველოში მოღვაწე ლიტველმა რეჟისორმა ლინდა ურბონავიჩიუტემ და შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობებმა შესანიშნავად გადმოსცეს. პიესა ქართულ ენაზე თარგმნეს ვირგინია ტიმინსკაიტემ და  ნანა დევიძემ. პროექტი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილობრივი დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსთაველის თეატრს, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო სცენა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს.